მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონში მეფუტკრეებისთვის ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა მეფუტკრეთა ტრენინგი თემაზე: „ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზი და მისი მართვის თანამედროვე მეთოდები“.
ტრენინგის ფარგლებში მეფუტკრეებმა მიიღეს ინფორმაცია დაავადების გამომწვევი მიზეზების, გავრცელების გზებისა და მისი პრევენციისა და მართვის თანამედროვე პრაქტიკული მეთოდების შესახებ.
შეხვედრის დროს ცალკეულმა ფერმერებმა ისაუბრეს საკუთარი გამოცდილებისა და მიღებული შედეგების შესახებ, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა გაცვალონ პრაქტიკული ცოდნა და რეკომენდაციები.
ტრენინგი ჩატარდა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევდა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მიეღოთ მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია.
ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი მომავალშიც განაგრძობს მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მსგავსი საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების ორგანიზებას.