ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი ,,მგლები,, ადგილობრივი და რეგიონული თამაშების გამარჯვებული გახდა.
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მინი ფეხბურთში გაიმართა. ადგილობრივ და რეგიონულ თამაშებს ხონმა უმასპინძლა.
გამარჯვებულებს თასები ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ გადასცეს.
სპორტული ღონისძიება, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.
ჩემპიონატის დევიზია „არა ნარკოტიკს“!