მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონში მინი ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა

 

ნახახულევის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი ,,მგლები,, ადგილობრივი და რეგიონული თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მინი ფეხბურთში გაიმართა. ადგილობრივ და რეგიონულ თამაშებს ხონმა უმასპინძლა.

გამარჯვებულებს თასები ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ გადასცეს.

სპორტული ღონისძიება,  რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის საშუალებით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისება, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.

ჩემპიონატის დევიზია  „არა ნარკოტიკს“!