მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ხონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება…
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება აქტიურ ფაზაშია. დასრულდა მოსამზადებელი ეტაპი და უკვე დაწყებულია ასფალტის დაგების სამუშაოები.
მონიტორინგის მიზნით, სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.
მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მიზნად ისახავს გადაადგილების პირობების გაუმჯობესებას და ქალაქის ურბანული გარემოს განახლებას.
 ინფრასტრუქტურული პროგრესი – უკეთესი ხონისთვის!