მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონში სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა მიმდინარეობს
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, სოფელ გოჩა- ჯიხაიშში სამაცივრე მეურნეობის მოწყობის პროცესს გაეცნო .
კომპანია „აგრო ველი“ , რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში 32 ჰექტარზე გაშენებულ მოცვის პლანტაციას ფლობს, ხილისა და ბოსტნეულის შემნახველ სამაცივრე მეურნეობას აწყობს. აღნიშნული პუნქტი რეგიონს, მიმდებარე მუნიციპალიტეტებს მოემსახურება და ერთდროულად 250 ტონა პროდუქტის შენახვას უზრუნველყოფს.
როგორც კომპანიის დირექტორი ირაკლი ფიცხალეიშვილი აცხადებს , სამაცივრე მეურნეობა დაახლოებით 10 დღეში შევა ექსპლუატაციაში და სრული დატვირთვით იმუშავებს.
კომპანია ,,აგრო ველი,, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების „დანერგე მომავალი“, „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ და პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარია.