მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონში სამელიორაციო არხების მოწყობა მიმდინარეობს
ქალაქ ხონში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ამავე ქუჩის პირველ შესახვევსა და ვაჟა -ფშაველას ქუჩასთან დამაკავშირებელ მონაკვეთზე სამელიორაციო არხის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროცესს ადგილზე გაეცვნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე.
სამუშაოები შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტი სტიქიის პრევენციული ღონისძიებების ერთი კომპონენტია და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება ტარდება;
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,კონსტანტა,, ახორციელებს. ჯამში, 2 კილომეტრამდე კაპიტალური სანიაღვრე სისტემა მოეწყობა.