მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონში სამელიორაციო არხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
წლების განმავლობაში ირაკლი აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები წვიმის მოსვლას შიშით ელოდნენ. დაზიანებული სანიაღვრე არხები ვერ უმკლავდებოდა წყლის ნაკადს — ქუჩაში გუბეები ჩნდებოდა, სახლებთან მისასვლელი ბოგირები წყლის ნაკადს ვერ აკავებდა,იტბორებოდა ოჯახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები….
დღეს ყველაფერი იცვლება⬇️
ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ამავე ქუჩის პირველ შესახვევსა და ვაჟა-ფშაველას ქუჩასთან დამაკავშირებელი მონაკვეთზე არხებისა და ხიდ – ბოგირების სრული აღდგენა — კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით, სტიქიის სალიკვიდაციო და პრევენციული ღონისძიებები ფარგლებში დაიგეგმა და წარმატებით ხორციელდება.
აღსანიშნავია , რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ბოლო ათეული წლების განმავლობაში ხონში არ განხორციელებულა. პროცესი გრძელდება და სამუშაოები , ეტაპობრივად, ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.
იხ. სამუშაოების ამსახველი ფოტომასალა.