ხონში „სამოქალაქო ბიუჯეტირების“ პროექტის ფარგლებში წინადადებების მიღება დაიწყო!
თუ ხარ ქალაქ ხონში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქე, საინიციატივო ჯგუფის წევრი ან იურიდიული პირი და გსურს შენი იდეით შეცვალო გარემო – ეს არის შენი შესაძლებლობა!
კენჭისყრაზე დაიშვება მერიის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული ხასიათის საზოგადოებრივი დანიშნულების პროექტები.
დაფინანსების მოსაპოვებლად პროექტმა უნდა დააგროვოს გარკვეული რაოდენობის ელქტრონული ხმები ( მოიპოვოს დაფინანსების ვაუჩერები). აქედან გამომდინარე, მხარდამჭერ მოქალაქეთა აქტიურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
ხმის მიცემის უფლება აქვს ქალაქ ხონში რეგისტრირებულ სრულწლოვან ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს.
მოქალაქეების ხმას გააჩნია პირობითი ღირებულება და მისი ფასი შეადგენს 100 ლარს.
ხმის მიცემის შედეგად ხმის დადგენილი ფასით ხდება პროექტის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული ღირებულების შესაბამისი თანხის შეგროვება. დაფინანსდება ის პროექტები, რომლებიც შეძლებს საჭირო თანხის შეგროვებას.შენი მხარდაჭერა პროექტის განხორციელებისთვის გადამწყვეტია!
2025 წელს პროექტისთვის მუნიციპალიტეტმა გამოყო 100,000 ლარი.
განაცხადების რეგისტრაცია გრძელდება 15 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე.
დამატებითი კონსულტაციისთვის დარეკეთ მერიის ცხელ ხაზზე : 595 332 544
ეს არის პირდაპირი დემოკრატიის მექანიზმი, სადაც შენს ხმას რეალური ძალა აქვს!