საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში საბავშვო აქტივობები და ზღაპრის გმირების წარმოდგენები გაიმართა. ღონისძიებების პატარა სტუმრები ტრადიციულად თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა.
საზეიმო ვითარებაში აინთო მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე.
მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე გერასიმე მჟავანაძემ მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,,ჩემო ხონელებო, გილოცავთ დამდეგ 2026 წელს და მადლობას გიხდით. მჯერა, ახალი წელი წარმატებული და კიდევ უფრო შედეგიანი იქნება. ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას. გისურვებთ კიდევ მეტ ერთობას, ჯანმრთელობას, მშვიდობას, კეთილდღეობას! გვეხაროს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის წარმატებებით”, – განაცხადა გერასიმე მჟავანაძემ.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მომღერლები – მირზა მოდებაძე, ნათია და თათია დევდარიანები, ზუკა ხუციშვილი და ბენდი მონაწილეობდნენ.
“ახალი წლის დღეები” მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით იმართება.