ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ომში დაღუპული ხონელი გმირების საფლავებს პატივი მიაგო .
რიუსეთ -საქართველოს ომს ხონიდან 4 გმირი ვეფხია ჯიშკარიანი, მალხაზ აბაშიძე , გოჩა დანელია და მერაბ თუთისანი შეეწირა.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.
2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.