მიმდინარეობს საიტის განახლება

2026 სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელება მიმდინარეობს
ხონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის ჯანდაცვა და სოციალური პროგრამების გაძლიერებაა. სწორედ ამ მიზნით, ბიუჯეტიდან ფინანსდება შემდეგი ქვეპროგრამები:
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18 წლამდე ასაკის ცელიაკიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, 18წლამდე ასაკის ბავშვის მშობელზე ან მეურვეზე/მზრუნველზე/მხარდამჭერზე ერთჯერადი ფულადიდახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლის ასაკის ზემოთ მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობის მქონე, ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებული პირებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 და მეტი წლის ასაკს მიღწეული პირების
ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
ე) ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან მშობელზე ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირზე, რომელსაც შეეძინა პირველი შვილი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირების სამედიცინო მომსახურების ხარჯების
დაფინანსების/ თანადაფინანსების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებული პირების სამედიცინო/მედიკამენტოზური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ,,დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაციის”
სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციარებზე (ტრანსპორტირებისათვის)
ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 18-წლამდე ასაკის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა.
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ზე, რომელსაც დანიშნული ჰყავს მეურვე/მზრუნველი ყოველთვიური ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლის პირზე, რომელსაც 18 წლის ასაკამდე
დანიშნული ჰყავდა მეურვე/მზრუნველი ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის ერთჯერადი ფულადი
დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ვეტერანის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის
აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე პირების ერთჯერადი ფულადი დახმარების
პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ვეტერანების (უნგრეთი და ავღანეთი) ერთჯერადი ფულადი დახმარების
პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის,
თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის წევრის ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მხედველობით მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ყოველთვიური ფულადი დახმარება;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირების სასმენი აპარატის ნაწილების (სადენის, კვების წყაროს და საშრობი ტაბლეტის) დაფინანსების/თანადაფინანსების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა.
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 15 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებული შშმ პირების ერთჯერადი სეზონური საკურორტო-სარეაბილიტაციო მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა (ბინის ქირით უზრუნველყოფა).
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის
განკუთვნილი ცენტრების ყოველთვიური დაფინანსების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 0-დან 15 წლამდე აუტიზმის სპექტრის მქონე
ბავშვების რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინანსების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გარდაცვლილი ვეტერანებისა და იძულებით
გადაადგილებული პირების სარიტუალო მომსახურების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანთა, მასთან გათანაბრებულ პირთა, მარჩენალდაკარგულთა, რეპრესირებულთა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა ოჯახებზე საკანალიზაციო, წყალმომარაგების სააბონენტო ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ქალაქ ხონის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებზე,
რომელთაც მინიჭებული აქვს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს გადამოწმების შედეგად 65001 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო ქულა, წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა;
▪️ ქალაქ ხონში, სამხედრო დასახლებაში დროებით, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების
წყალმომარაგების და კანალიზაციის ხარჯების ყოველთვიური თანადაფინანსების პროგრამა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://drive.google.com/…/1A…/view…