ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გასული კვირის აქტივობები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა .
საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სპეციალისტები 2026 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობენ . ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი შემდეგი სამუშაოების შესყიდვაზე:
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასრულდა ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი ნათურების შესყიდვებთან დაკავშირებით. დაზიანებული გარე განათების სისტემების აღდგენა მარტის თვიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელს მოიცავს.
რაც შეეხება ახალგაზრდულ საკითხებსა და სპორტს, 24-25 თებერვალს, მერის ახალგაზრდული საბჭოს წევრთა გაძლიერების მიზნით, ჩატარდება ტრენინგები, მოხდება საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის ,ასევე მდივნის არჩევა.
24 თებერვალს სტარტს აიღებს ქალთა შორის ჩემპიონატი ფრენბურთში, ნარდსა და შაშში. გამარჯვებულები 8 მარტს გამოვლინდებიან და მათ სპეციალური მედლები და სიგელები გადაეცემათ.