მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა | თენგიზ ქვათელაძე 80 წლის გახდა | სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ |
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სამსახურების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც გასული კვირის აქტივობები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა .
საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სპეციალისტები 2026 წელს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობენ . ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი შემდეგი სამუშაოების შესყიდვაზე:
▪️სოფელ დიდი კუხის ადმინისტრაციულ ერთეული- მე-5 ქუჩის მოასფალტება;
▪️სოფელი პატარა კუხი – მე-12, მე-3 და მე-2 ქუჩების დამაკავშირებელი გზის რებილიტაცია;
▪️საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დასრულდა ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერი ნათურების შესყიდვებთან დაკავშირებით. დაზიანებული გარე განათების სისტემების აღდგენა მარტის თვიდან დაიწყება და მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულსა და სოფელს მოიცავს.
რაც შეეხება ახალგაზრდულ საკითხებსა და სპორტს, 24-25 თებერვალს, მერის ახალგაზრდული საბჭოს წევრთა გაძლიერების მიზნით, ჩატარდება ტრენინგები, მოხდება საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის ,ასევე მდივნის არჩევა.
24 თებერვალს სტარტს აიღებს ქალთა შორის ჩემპიონატი ფრენბურთში, ნარდსა და შაშში. გამარჯვებულები 8 მარტს გამოვლინდებიან და მათ სპეციალური მედლები და სიგელები გადაეცემათ.