მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა | თენგიზ ქვათელაძე 80 წლის გახდა | სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ |
ხონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ სამსახურის ხელმძღვანელებთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განიხილეს მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც სამოქალაქო ბიუჯეტირების ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს , სოფელ გუბის საბავშვო ბაღის სახურავის რეაბილიტაციასა და ვაჟა -ფშაველას ქუჩაზე არსებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას მოიცავს. აქვე, გერასიმე მჟავანაძემ აღნიშნა, რომ რეგიონული ფონდის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები შედეგიანად დასრულდა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა უახლოეს დროში დაიწყება.
ყურადღება დაეთმო სკოლების კომპიუტერული ტექნიკითა და საბავშვო ბაღების სხვადასხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვის პროცესის მიმდინარეობას. საფინანსო სამსახურის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ ინვენტარი მოწოდებულია, მიმდინარეობს აღრიცხვისა და შედარების პროცედურები.
შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დღესასწაულისა და სხვა მუნიციპალურ ღონისძიებების განხორციელების საკითხები . კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარეობს ბაზრის კვლევა, პარალელურ რეჟიმში მზადდება სატენდერო დოკუმენტაცია.