მიმდინარეობს საიტის განახლება

საკრებულოს სხდომა

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე უძღვებოდა.

დღის წესრიგი:
1.„სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 მარტის №96 დადგენილების შესაბამისად, ხონის მუნიციპალიტეტში სტიქიის პრევენციისათვის 2026 წელს დასაფინანსებელი პროექტების მოწონების შესახებ.

მომხსენებელი: მაყვალა ბახტაძე – მერიის სივრცითი მოწყობის,ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და არქიტექტურის სამსახურის განყოფილების უფროსი.

2.ხონის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი გრანტის მიღების ნებართვის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინაშე შუამდგომლობით მიმართვაზე ხონის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.

მომხსენებელი: მარი რუხაძე – მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

3.ხონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: ლევანი ჩიხლაძე – მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი.