მიმდინარეობს საიტის განახლება

ივანე შარაშიძის სახელობის მუნიციპალური სტიპენდია
🖊ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით , წარმატებული ხონელი სტუდენტებისთვის დაწესდა.
📍პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც რეგისტრირებულია ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ მცირე ბოლო 2
წლის განმავლობაში და დაასრულა ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლა.
📍პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების
პირველ ან მეორე საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტისათვის სტიპენდიის გაცემას, რომელსაც დოკუმენტაციის თანახმად, წინა წლის საშემოდგომო და საგაზაფხულო სემესტრების მიხედვით, წლის განმავლობაში უდასტურდება ყველა სალექციო კურსში 91-100 ქულის ჩათვლით შეფასება და ამასთან, აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
📍ივანე შარაშიძის სახელობითი სტიპენდია გაიცემა სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ, სასწავლო წლის ბოლოს მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე
წარმატებულ სტუდენტებზე. ერთ სტუდენტზე გაცემული სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 1500 ლარს.
📍დოკუმენტაცია სასწავლო წლის მანძილზე მიღებული შედეგების შესახებ, წარმოდგენილი უნდა იქნას ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში, არაუგვიანეს
ყოველი წლის სექტემბრის 5 რიცხვამდე.
📍სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
▪️ განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
▪️ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
▪️ სტუდენტის საბანკო რეკვიზიტები;
▪️ საინფორმაციო ბარათი სტუდენტის ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ (სულ მცირე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული), უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან
(იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან) (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა);
▪️ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში,იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი დროებით საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის ადგილი) შესახებ;
▪️ ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სტუდენტის სტატუსის შესახებ, სასწავლო წლის განმავლობაში გავლილი ყველა სალექციო კურსისა (საგანი) და აკადემიური მოსწრების ქულების მითითებით (მატერიალურად დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ხელმოწერით და სველი ბეჭდით
დამოწმებული, ხოლო ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში ელექტრონული ხელმოწერით ან ელექტრონული შტამპით დამოწმებული).
▪️ ხონის მუნიციპალიტეტში სკოლის დასრულების
დამადასტურებელი დოკუმენტი.
📍სახელობითი სტიპენდიის მინიჭების შესახებ შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
📍#სტიპენდია სტუდენტებს დაერიცხება ხონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე.
✅აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია საქმოქალაქო ბიუჯეტირების #საპილოტე აქტივობების ფარგლებში.