მიმდინარეობს საიტის განახლება

რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური სტიპენდია
✅ხონის მუნიციპალიტეტის მერის ლადო ჯურხაძის ინიციატივით , წარმატებული ხონელი სპორტსმენებისთვის რობერტ შავლაყაძის სახელობის ყოველთვიური მუნიციპალური #სტიპენდია დაწესდა.
☑️რობერტ შავლაყაძის სახელობის სტიპენდიას
გაიცემა ხონში რეგისტრირებულ სრულწლოვანი/არასრულწლოვანი სპორტსმენებზე შემდეგ
შემთხვევაში:
▪️ სპორტსმენზე, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული აქვს I ადგილი;
▪️ სპორტსმენზე, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
▪️ სპორტსმენზე, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III ადგილი.
▪️ სპორტსმენზე, რომელსაც ოლიმპიურ ჩემპიონატზე მიღებული აქვს I, II ან III
ადგილი.
☑️სახელობითი სტიპენდია გაიცემა წარმატებულ სპორტსმენზე, თვეში ერთხელ ერთი წლის განმავლობაში იანვრის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით.
☑️სტიპენდიის მისაღებად სრულწლოვანმა სპორტსმენმა, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში მისმა წარმომადგენელმა (მშობელი ან მინდობილი პირი) ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
▪️ განცხადება ხონის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
▪️ სპორტსმენის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
▪️მშობლის მომართვის შემთხვევაში მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად სპორტსმენის დაბადების მოწმობის ასლი;
▪️ მინდობილი პირის მომართვის შემთხვევაში მისი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტის ასლთან ერთად წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
▪️სპორტსმენის საბანკო რეკვიზიტები;
▪️ საინფორმაციო ბარათი სპორტსმენის ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ (სულ მცირე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში რეგისტრირებული)
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან (იუსტიციის სახლიდან/სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან) (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა);
▪️ იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის შემთხვევაში, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი დროებით საცხოვრებელი
ადგილის (რეგისტრაციის ადგილი) შესახებ.
▪️შესაბამისი ა(ა)იპ-ების ან ფედერაციების მიერ დამოწმებული დოკუმენტი (დიპლომი, სიგელი, მედალი, წერილი და ა.შ).
☑️რამდენიმე კატეგორიაში პრიზიორების შემთხვევაში, წარმატებული სპორტსმენი სტიპენდიის სახით მიიღებს იმ თანხას, რომელიც გათვალისწინებულ სტიპენდიებში ყველაზე მაღალია.
☑️სახელობითი სტიპენდიის მინიჭების შესახებ შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
☑️ #სტიპენდია სპორტსმენებს დაერიცხება ხონის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაბამის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე.
☑️აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია საქმოქალაქო ბიუჯეტირების #საპილოტე აქტივობების ფარგლებში.