პერუში მიმდინარე 17 წლამდე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან საბა ჩიხლაძემ (102 კგ.) იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა, თუმცა რა სინჯის მედლები აიღო მხოლოდ მას შემდეგ გაირკვევა, რაც A ჯგუფის ასპარეზობა დასრულდება. ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ საბას ანგარიშზე გარანტირებული მინიმუმ სამი ბრინჯაოს მედალია.
ძალოსანი მსოფლიო ფიცარნაგზე B ჯგუფში გამოვიდა და ატაცში 123 / 125 / 130კგ. დაძლია და პირველი მედალი მოიპოვა.
ჩიხლაძემ აკვრაში დაძლეული 154 / 159 / 162 კილოგრამით ჯგუფში კვლავ პირველი ადგილი დაიკავა, იგივე პოზიციაზეა ორჭიდში მოგროვილი 292 კილოგრამითაც.
ვულოცავთ საბას ამ დიდ წარმატებას.