მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონელი მოსწავლეეები რუსთაველის თეატრის სცენაზე
რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულმა სცენამ იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის მხატვრული კითხვის წრის წევრებს (ხელმძღვანელი გულიადა სანოძე ) უმასპინძლა.
ქართულ პოეზიაზე შეყვარებულმა ხონელმა გოგო-ბიჭებმა პოეტ გულნაზ ხარაიშვილის 75 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
გასვლითი ღონისძიება ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.