მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონში 2025 წლის საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო
პირველი ლოტის ფარგლებში , სოფელ კონტუათის მე-4 და წმინდა ნინოს ქუჩების მოასფალტების სამუშაოები უკვე დაწყებულია. უახლოეს დღეებში მოსამზადებელი ღონისძიებები განხორციელდება სოფელ საწულუკიძეოს მსხილაძეების უბანში.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მიმდინარე პროცესს გაეცნო. გერასიმე მჟავანაძემ სამუშაოების დეტალები ადგილზე მშენებელი კომპანიის, ,, სოკარ ჯორჯია გაზის,, , მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა, გაესაუბრა მოსახლეობასა და დასაქმებულებს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ელიტ ბილდერს გრუპი,, ახორციელებს.
მშენებლობის პროცესი აგვისტოს თვეში დასრულდება და , ჯამში, 5 კილომეტრამდე საუბნო გზა მოეწყობა.