ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ხონის მოსე ხონელის სახელობის ქალაქის # 1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს (დამრიგებელი ქეთევან კაკაბაძე, მენტორი გიორგი ბარაბაძე) ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო თამაშში დამსახურებულად მოპოვებული პირველი ადგილი მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გუნდმა ,,მსხილაძე და გოგონები,, ,,ტვინების ბრძოლაში,,
დამაჯერებლად იასპარეზა და რეგიონში ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა.