მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძე მარიამ მანაგაძის სოლო კონცერტს დაესწრო
ხონის ვეტა ჩხენკელის სახელობის მოსწავლე – ახალგაზრდობი ცენტრის საკონცერტო დარბაზში მოსწავლის მარიამ მანაგაძის (პედაგოგი მარინე ჭავჭანიძე) სოლო კონცერტი გაიმართა;
ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, ასევე მოწვეული სტუმრები – საოპერო მომღერალი ქუთაისის კონსერვატორიის ვოკალის პედაგოგი ნაირა კიკოლაშვილი, კომპოზიტორი პოეტი და ავტორშემსრულებელი ნუკრი კარკაძე, კულტურისა და შემოქმედებითი ცენტრის საბავშვო მუსიკალური თეატრ-სტუდიის “იმერეთის მარგალიტების,, ხელმძღვანელი დოდო მერკვილიშვილი და ჟურნალისტი მზია კვინიკაძე ესწრებოდნენ.
კონცერტმა დიდი მოწონება და ბევრი დადებითი შეფასება დაიმსახურა;