კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ , „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს 14 წელს ზემოთ მოქალაქეების სრულიად უფასოდ, ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადებას.
სემინარებზე მონაწილეები ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
სემინარები, ასევე, ითვალისწინებს სერტიფიკატს. ხონში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: ახალბედისეული, დედალაური, ძეძილეთი, გამოღმა ნოღა, ხიდი, ქვედა გორდი, საწულიკიძეო და ზედა გორდი. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართონ პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 7600-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.