მიმდინარეობს საიტის განახლება

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | გოგონათა გუნდს იმერეთის რეგიონულ თამაშებში ფრენბურთში პირველ ადგილზე გასვლა მიულოცეს |
ხონის თეატრი ფესტივალზე წარსდგა
ხონის სახალხო თეატრი ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი 2025“ რეჟისორ გოჩა კაპანის სპექტაკლით „გაიცინეთ,ჩიტი გამოფრინდება!“ წარსდგა;
სპექტაკლი ხონის ისტორიულ წარსულსა და აწმყოს ეხება. მასში მონაწილეობენ სახალხო დასის მსახიობები გულიადა სანოძე და დემურ საღარეიშვილი, ასევე ვასილ აგლაძე, თემურ დანგაძე, ელენე ბობოხიძე, ლიზი ჩოგოვაძე, გიორგი ლიპარტელიანი და დავით ჩიხლაძე.
საფესტივალო ჩვენება ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
სპექტაკლი ისტორიულ მასალაზე აგებული ლირიული პიესა სავსეა იმ საამაყო ხონელების გახსენებით, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული პოეზიისა და ხელოვნების განვითარების საქმეში, ამასთან ისეთ მტკივნეულ თემას ეხება, როგორიცაა კომუნისტური რეჟიმი და რეპრესიები.
სპექტაკლის ჩვენება, ხონელი მაყურებლისთვის, კიდევ ერთხელ, 4 ივლისს , ხონის კულტურის ცენტრში გაიმართება.