სასმელი წყლის არასაკმარისი დებეტის გამო ქალაქ ხონში თამარ მეფის და სოლომონ მეორის ქუჩის მოსახლეობის ერთ ნაწილს წყალი ვერ მიეწოდება, რის გამოც ამოქმედდა სასმელი წყლის გრაფიკით მიწოდების რეჟიმი.
გრაფიკი იმოქმედებს 24 საათიანი შეწყვეტისა და მიწოდების პირობებში.
მოსახლეობის 35%-ს, საარტილერიო ბრიგადას და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს (1350-იაბონენტი) წყალი არ შეუწყდება.
2025 წლის 4 ივლისიდან სასმელი წყალი მიეწოდება რუსთაველის ქუჩიდან სამხრეთის მიმართულებით მდებარე ქუჩაზე არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტებს, ეს ქუჩებია: რუსთაველის ნაწილს, 26 მაისის, აღმაშენებელის, ახალგაზრდობის, ბაგრატიონის, ბერიძის, გამსახურდიას, თაბუკაშვილის, გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, ს. კაკაბაძის, დ. კაკაბაძის, პ. კაკაბაძის, მებუკის, მ. ხონელის, ნიკოლაძის, რუსთაველის, ტაბიძის, შამათავას, ჭავჭავაძის, ჭანტურიას, ხობუას, აბაშიძის, თუთისანის, ბარათაშვილის, ჩემიას, ნინოშვილის ქუჩებს, თავისუფლების მოედანს და სოფელ ივანდიდს ( 2130 აბონენტი).
2025 წლის 5 ივლისიდან სასმელი წყალი მიეწოდება რუსთაველის ქუჩიდან ჩრდილოეთით მდებარე ქუჩებზე არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ აბონენტებს, ეს ქუჩებია: ბახტაძის, გეგიას, გოგებაშვილის, გორგასლის, დუმბაძის, თამარ მეფის, თაყაიშვილის, ლესელიძის, ნუცუბიძის, პუშკინის, რუსთაველის, სოლომონ
მეორის, ფიროსმანის, ქაცარავას, ჩოლოყაშვილის, წერეთლის, წმ. ნინოს, ხვიჩიას, ჯორჯიაშვილის, ჯაფარიძის ქუჩებს და სოფელ კონტუათს (1800 აბონენტი).
აღნიშნული გრაფიკი ორი კვირის განმავლობაში იმოქმედებს გრუნტში წყლის მომატებამდე..