მიმდინარეობს საიტის განახლება

გულიადა სანოძე 75 წლის გახდა

მსახიობს გულიადა სანოძეს 75 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრში საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოზე თეატრალურმა დასმა  პერფორმანსი წარმოადგინა. ლიტერატურული წრის აღსაზრდელებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ბევრი საქებარი სიტყვითა და ჯილდოთ შეამკეს იუბილარი.

იუბილარის მისალოცი ტექსტი გაავრცელა მუნიციპალიტეტის მერმა , ლადო ჯურხაძემ:

,,ხონის თეატრის მსახიობს, ღირსეულ  ადამიანს, გულიადა სანოძეს , რომელმაც საკუთარი შრომით და ნიჭითა გამორჩეული ადგილი დაიკავა ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში , 75 წელი შეუსრულდა.

გილოცავთ იუბილეს! ვამაყობთ თქვენით და გემადლიერებით , რომ დღემდე მუხლჩაუხრელად ემსახურებით საკუთარ საქმეს და გამოცდილებას უზიარებთ მომავალ თაობებს.

გისურვებთ  ჯანმრთელობას, სიხარულს, სიმშვიდეს.  მზიან და მადლიერებით სავსე ცხოვრებას. საინტერესო და   შემოქმედებით დატვირთულ წლებს! თქვენი სცენაზე ყოფნა ჩვენთვის    სულიერი საზრდო და დიდი მოტივაციაა ,,.

იუბილარს სცენიდან მიესალმა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მანანა გოფოძე :

,,გულიადა სანოძე – ეს სახელი უკვე ათწლეულებია ასოცირდება თეატრთან. თქვენ მიერ სცენაზე  გულით განსახიერებული სხვადასხვა ხასიათი შთამბეჭდავად ცოცხლობს ჩვენს მეხსიერებაში.

სცენის ფარდის მიღმა , თქვენ ხართ სათაყვანებელი დედა, მეუღლე, ოჯახის ბურჯი და სულისჩამდგმელი . სულ რომ არაფერი გაგეკეთებინათ ქვეყნის წინაშე,  მარტო იმიტომ ხართ საფერებელი და საგოგმანებელი , რომ სამშობლოს აღუზარდეთ იაგო უგულავა-კაცი ღვთის საჩუქარი,ნიჭიერი, გამორჩეული ხატმწერი. ასევე ედუარდ უგულავა-უნიჭიერესი, გამორჩეული პოეტი, მთარგმნელი…

მრავალჟამიერ თქვენს არსებობას, თქვენს ხმაურს, თქვენს ბრძოლას, თქვენს თავბდადებას!,,.