მიმდინარეობს საიტის განახლება

ქუტირში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ ქუტირში დასრულდა შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტირდა დაახლოებით 2 კილომეტრიანი შიდა სასოფლო გზის მონაკვეთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის გადაადგილების პირობებს და გაზრდის ტრანსპორტის ხელმისაწვდომობას.
განხორციელებულ პროექტს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „ელიტ ბილდერს გრუფმა“ განახორციელა.
მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან მნიშვნელოვანია სოფლის სივრცითი განვითარებისა და მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების თვალსაზრისით.