მიმდინარეობს საიტის განახლება

ლადო ჯურხაძემ წარმატებულ ხონელ ძალოსნებს უმასპინძლა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ ევროპის პრიზიორებს უმასპინძლეს და ძალოსნობაში მიღწეული წარმატება მიულოცეს.
ოთარ ბზიკაძემ და შოთა კაკაბაძემ (მწვრთნელები აკაკი და ედუარდ კაკაბაძეები) მადრიდში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე სამ-სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ლადო ჯურხაძე:
———————–
,, ჩვენი მუნიციპალიტეტი და მთელი საქართველო საერთაშორისო არენაზე ღირსეულად წარმოაჩინეთ. მადრიდში მოპოვებული სამ-სამი ბრინჯაოს მედალი თქვენი შრომის, ნებისყოფისა და საქმის სიყვარულის შედეგია.
განსაკუთრებული მადლობა მწვრთნელებს , რომლებმაც საკუთარი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში.
წარმატებებს გისურვებთ მომავალშიც! თქვენი მიღწევები დიდი მოტივაციაა ხონელი ახალგაზრდებისთვის,,.
———————-
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მადრიდის ევროპის ჩემპიონატზე , ჯამში, 25 სახვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვა და 15 წლამდელებმა ჩემპიონატი გუნდური გამარჯვებით დაასრულა.