სცენაზე წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, თეატრის მსახიობები და იუმორისტული კოლექტივები.
ბავშვებისთვის კი მოეწყო სამხატვრო და გასართობი კუთხეები, რაც დღესასწაულს განსაკუთრებულად თბილ და სახალისო გარემოს სძენდა.
კონცერტის დასრულების შემდეგ, ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ შეკრებილ საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და წარმომადგენელთან თამაზ გახოკიძესთან ერთად, საპატიო მათხოჯელის ჯილდო გადასცა ღვაწლმოსილ და დამსახურებულ მათხოჯელებს –
🏅 ალექსანდრე ჯანელიძეს
🏅 ვიოლა უგულავას
🏅 ლალი კუხალაშვილს
ლადო ჯურხაძე: ,,ეს სოფელი ერთ-ერთი უძველესი და ისტორიულად მდიდარი სოფელია იმერეთში, მათხოჯში ძალიან ბევრი პროფესორი, აკადემიკოსი, კულტურისა და განათლების ღვაწლმოსილი ადამიანი დაიბადა და აღიზარდა.
მინდა გულით მივულოცო მათხოჯელებს თავიანთი სოფლის დღე! ვულოცავ ყველა ხონელს ამ ლამაზ დღესასწაულს! კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი – ყოველთვის ელხინოს მათხოჯს, გამრავლდნენ ოჯახები, ფარავდეთ სალოცავები,, !!!!
ღონისძიებას უამრავი ადგილობრივი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათხოჯელთა ერთობასა და ტრადიციების სიყვარულს. 💚