მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის კულტურის ცენტრის სცენაზე მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ჩვენება გაიმართა
 იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ხონის კულტურის ცენტრის სცენაზე მარჯანიშვილის თეატრის საგასტროლო ჩვენება გაიმართა.
 მაყურებელმა იხილა ალექსანდრე ქორქაშვილის პიესა „მეზუნია ჩიტები“, რომელიც რეჟისორმა კახა გაბელაიამ დადგა. სპექტაკლში მონაწილეობდნენ მსახიობები: დათო ხახიძე, ნინო შუშიაშვილი და ალექსანდრე შარაბიძე.
 დარბაზში იმყოფებოდნენ სპექტაკლს დაესწრნენ მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები .
 სპექტაკლმა ხონელი მაყურებლის დიდი მოწონება, ხანგრძლივი აპლოდისმენტები და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
 ღონისძიება კულტურის სამინისტროსა და ხონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.