მიმდინარეობს საიტის განახლება

სოფელ გუბში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
 ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.
 სოფელში ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-3 და მე-7 ქუჩების მოასფალტება. უკვე მოწყობილია გრუნტის არხები, ხოლო ასფალტის საფარის დაგების შემდეგ იგეგმება გვერდულების მოპირკეთება.
 ჯამში, 2 კილომეტრამდე ახალი გზის მოწყობაა დაგეგმილი.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ელიტ ბილდერს გრუპი“ ახორციელებს.