,,ძვირფასო მასწავლებლებო, მოსწავლეებო და მშობლებო ახალი 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!
კიდევ ერთი საინტერესო, შრომატევადი, მიზნების მიღწევისა და გამოწვევებით დატვირთული წელი იწყება, რომელიც ასევე ზრდისა და განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა.
მოსწავლეებს ცოდნის ლაბირინთებში წარმატებულ მოგზაურობას , მასწავლებლებს პროფესიულ ზრდასა და შრომის საუკეთესო შედეგებს, მშობლებს მხარდაჭერის ძალას ვუსურვებ.
მჯერა, თქვენი ერთობით, თანამედროვე სკოლებში მიღებული ცოდნით , საუკეთესო მომავალი თაობა ეყოლება ჩვენს ქვეყანას!
წარმატებული სასწავლო წელი ყველას!,,- ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე