მიმდინარეობს საიტის განახლება

ბაია კვიციანმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ხონელ მოსწავლეებს მიულოცა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი ახალი სასწავლო წლის დაწყების დღეს იმერეთის რეგიონს ესტუმრა, სადაც ქალაქ ხონის სრულად რეაბილიტირებული პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერა.
მინისტრის მოადგილემ ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ბაია კვიციანი ასევე ეწვია ქალაქ ხონის მესამე საჯარო სკოლას, სადაც 2025-2026 სასწავლო წლიდან დაინერგა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა – „Front-end დეველოპმენტი“. ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია Front-end დეველოპმენტის მიმართულებით უზრუნველყოს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან მომხმარებლის ინტერაქტიური და ვიზუალურად გამართული ვებგვერდის ინტერფეისი, განახორციელონ ვებგვერდის ოპტიმიზაცია და ვებპროექტის ვერსიების კონტროლი.