ხონის კულტურის ცენტრის სივრცეში ჟიურის მიერ დადებითად შეფასებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. იქვე, დასახელდნენ გამარჯვებულები.



თითოეულს სიგელი მუნიციპალიტეტის მერმა გადასცა. ლადო ჯურხაძემ ნამუშევრებს შორის კიდევ ერთი ფოტო შეარჩია და ავტორი , იოანე მსხილაძე პერსონალურად დააჯილდოვა.
ხონის სათემო განათლების ცენტრის რჩეული კი გახდა ანნა ბობოხიძე.
ფოტოკონკურსი ,,იპო,, ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში ერთხელ იმართება. მასში მონაწილეობის მიღება 14-დან 29 წლამდე ხონში რეგისტრირებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ.