მიმდინარეობს საიტის განახლება

„თანამეგობრობის თასი 2025-2026“-ის გახსნის ღონისძიება
ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე „თანამეგობრობის თასი 2025-2026“-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ხონის მერმა ფრენბურთის ტურნირში ჩართულ სპორტსმენებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა.
,,მიხარია, რომ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას ვმასპინძლობთ. გისურვებთ წარმატებებს, ღირსეულ თამაშს, სპორტულ კონკურენციას და იმ ბედნიერებას, რაც გამარჯვებას მოაქვს. მთავარია, ისიამოვნოთ თამაშით და გახდეთ მაგალითი მომავალი თაობებისთვის“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ტურნირში, რომელიც 2010-2011 წლებში დაბადებულ გოგონებს შორის იმართება, 8 გუნდი მონაწილეობდა – ამბროლაური, ცაგერი, ალუბლები (ხონი), საჩხერე, სამტრედია, სხივი (მარტვილი ), ალტაირი ( წალენჯიხა ) და ქობულეთი.
ტურნირი საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.