მიმდინარეობს საიტის განახლება

ღონისძიების სამზადისი მიმდინარეობს
ხონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის, კულტურის სამინისტროს და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ცენტრალურ მოედანზე, ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, აქტიური სამზადისი მიმდინარეობს.
საახალწლო ღონისძიების სტუმრებს 17:00-დან 20:00 საათამდე დატვირთული პროგრამა ელოდებათ.
წარმოდგენილი იქნება საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა, სანტას შეხვედრა ბავშვებთან.
საზეიმო ვითარებაში აინთება მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე.
ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება.