ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის დავალებით, მთის ზონის სოფლებთან დამაკავშირებელ გზებზე გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს .
საგანგებო რეჟიმში მუშაობს ა(ა)იპ კომუნალური სერვის ცენტრის ყველა თანამშრომელი და მობილიზებულია ტექნიკა .
მერი სამუშაოების მონიტორინგს ადგილებზე უშუალოდ ახორციელებს:
,,მაქსიმალურად ვცდილობთ ეფექტურად ვიმუშაოთ და გავატაროთ ყველა პრევენციული ღონისძიება, რომ მოსულმა ნალექმა მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნას,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ამ ეტაპზე ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყლი მუნიციპალიტეტის ყველა აბონენტს მიეწოდება და შეფერხებები არ არის.