მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა | თენგიზ ქვათელაძე 80 წლის გახდა | სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხონის საჭადრაკო სკოლაში სასკოლო ჩემპიონატი გაიმართა | ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა | ლადო ჯურხაძე მერი ბარაბაძის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შემოქმედებით საღამოს დაესწრო | ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე რობერტ შავლაყაძის სახეწლობის 2026 წლის სტიპენდიანტებს შეხვდნენ |
ლადო ჯურხაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ განიხილა – პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 19, 20 და 21 თებერვალს გაიმართება.
მერმა წარმომადგენლებს დაავალა, რომ შეხვედრების შესახებ მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება უზრუნველყონ.
,,მნიშვნელოვანია, რომ ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ჩაერთოს, რათა ინიცირებული პროექტები მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდეს. მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებში და ამ ფორმით წვლილი შეიტანონ საკუთარი სოფლის განვითარებაში,“ – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უახლოეს პერიოდში აღდგეს დიდთოვლობის შედეგად დაზიანებული გარე განათების სისტემები, მოწესრიგდეს შიდა საუბნო გზები, დასუფთავდეს საუბნო და სასოფლო სკვერები, სტადიონები და სხვა ინფრასტრუქტურა.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სამუშაოების შესრულებას ა(ა)იპ კომუნალური სერვისცენტრის თანამშრომლები, სპეციალური ტექნიკის დახმარებით, ამინდის გაუმჯობესებისთანავე შეუდგებიან.