მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან კინწურაშვილმა, მერიის ინფრატრუქტურული სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა , მაყვალა ბახტაძემ ,, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში მათხოჯის, კუხის, დედალაურისა და გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში შეხვედრები გამართეს.
შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, სოფლების პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გახლდათ.
პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული ინიციატივები განისაზღვრა:
შეხვედრებს ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე , აკაკი გოფოძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, მოადგილეები ბაჩანა ბასილაია, გურამ ბახტაძე, საკრებულოს წევრები მამუკა ჭავჭანიძე, გიგა გოფოძე, ნინო აკობიძე, მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები.
მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოფლების მხარდაჭერას, რათა ადგილობრივი საჭიროებები სწორად განისაზღვროს და ეტაპობრივად გადაიჭრას.
მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში 470 000 ლარი გამოეყო.