მიმდინარეობს საიტის განახლება

მოსახლეობასტან შეხვედრები ივანდიდის, გოჩა- ჯიხაიშისა და ქუტირის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ, მერის პირველმა მოადგილემ, გერასიმე მჟავანაძემ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა, ამირან კინწურაშვილმა ,, სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის,,  ქუტირის, ივანდიდისა და გოჩა- ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ  სოფლებში  შეხვედრები გამართეს.

 

შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, სოფლების პრიორიტეტული საჭიროებების განსაზღვრა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა გახლდათ.

 

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო გადაწყვეტილებით, შემდეგი ინფრასტრუქტურული ინიციატივები განისაზღვრა:

 

სოფელი ქუტირი  – ბალავაძეების უბანში საუბნო გზის მოხრეშვა და მე-11 , მე-12 ქუჩებზე გარე  განათების მოწყობა;

სოფელი გვაზაური – სასაფლაოს შემოღობვა;

სოფელი პატარა ჯიხაიში – ბოკელავაძეების უბანში სასაფლაოს შემოღობვა და ნარჩენების კონტეინერების განთავსება;

სოფელი  გოჩა- ჯიხაიში  – სკვერის მოწყობა, საბავშვო ბაღში არტეზიული ჭის მოწყობა და ღობის რეაბილიტაცია;

სოფელი ივანდიდი  – სოფლის ცენტრში მდებარე ძველი სასაფლაოს შემორაგვა დეკორატიული ღობით , სკვერში საბავშვო ატრაქციონის მონტაჟი ;

 

შეხვედრებს  ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე , აკაკი გოფოძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ბარაბაძე, მოადგილეები ბაჩანა ბასილაია, გურამ ბახტაძე, საკრებულოს წევრები მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები.

 

მუნიციპალიტეტი აგრძელებს სოფლების მხარდაჭერას, რათა ადგილობრივი საჭიროებები სწორად განისაზღვროს და ეტაპობრივად გადაიჭრას.

 

მიმდინარე წელს ხონის მუნიციპალიტეტს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის,, ფარგლებში 470  000 ლარი გამოეყო.