მიმდინარეობს საიტის განახლება

ქალთა დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები დასრულდა
ხონში , ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიადა ფრენბურთში , ნარდსა და შაშში დასრულდა.
გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი ა(ა)იპ სასპორტო სკოლის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა.
ოლიმპიადის გამარჯვებულები ფრენბურთში:
1 ადგილი – ,, მოხიკულები,, (სასპორტო სკოლა);
2 ადგილი – ,,თაობა,, (ახალგაზრდული კავშირების ლიგა);
3 ადგილი – განათლების რესურსცენტრი ;
ფრენბურთის მიმდინარე ტურნირის საუკეთესო მოთამაშის წოდება ხატია მამადაშვილს გადაეცა.
ოლიმპიადის გამარჯვებულები შაშში:
1 ადგილი – ლეილა კინწურაშვილი (მერია);
2 ადგილი – ნინო ჯინჭველაძე ( მესამე საჯარო სკოლა);
3. ლელა ხურცილავა (ტექნიკური შემოქმედების გიმნაია);
ოლიმპიადის გამარჯვებულები ნარდში:
1 ადგილი – მაკა ტვილდიანი (კულტურის ცენტრი);
2 ადგილი – ლელა ჯანელიძე ( საკრებულო);
3 ადგილი – ლაურა ბაბლუანი( მესამე საჯარო სკოლა);
გამარჯვებულებს თასები, სიგელები და ყვავილები მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
ოლიმპიადა ტრადიციულია და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით , ყოველწლიურად, ქალთა საერთაშორისო დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტის პირველ რიცხვებში იმართება.