კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თამარ ლიჩელმა, ვალერიან შიუკაშვილმა, დუდანა მაზმანიშვილმა, ლიზი რამიშვილმა, ნოდარ მდივანმა, ირაკლი ევსტაფიშვილმა, ნათია ქავთარაძემ და გიორგი ხაინდრავამ. შესრულდა როგორც დიდ ქართველ კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება – ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას.
საკონცერტო სერიების ფარგლებში კონცერტები კიდევ 4 ქალაქში – წყალტუბოში, ლანჩხუთში, ბორჯომსა და თბილისში გაიმართება .
„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით ტარდება.