მიმდინარეობს საიტის განახლება

ნანა მჭედლისძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ აკაკი გოფოძემ, მერის პირველმა მოადგილემ გერასიმე მჟავანაძემ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რეზო ბარაბაძემ ქართველი რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის ნანა მჭედლიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
რეჟისორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა დამიანემ გადაიხადა.
ადგილზე იმყოფებოდნენ საზოგადოება „ხონელის“ წარმომადგენლები.
ნანა მჭედლიძე მშობლიურ ხონშია დაკრძალული.