მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა რეგიონული განვითარების ფონდის ფარგლებში ხონში განსახორციელებელ პროექტებზე. ტენდერები დასრულებულია, მიმდინარეობს შერჩევა- შეფასების პროცესი.
შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე. აღნიშნა, რომ საუბნო გზები მოიხრეშა სოფელ კიჩხაში , გარე – განათების ქსელი სრულად რეაბილიტირდა სოფელ ივანდიდში, მუშაობა მიმდინარეობს ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დაპროექტების საკითხებზე.
მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, კვირის ბოლომდე დასრულდება მუშაობა სოციალურ პაკეტში შესატან ცვლილებებზე, რაც სმენადაქვეითებულ პირთა დახმარებას ითვალისწინებს. ასევე, სააღდგომო ნობათს მიიღებს დაახლოებით 400-მდე მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი.
დღესვე, შეხვედრაზე განიხილეს დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები. გაიცა შესაბამისი დავალებები.
სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე , გერასიმე მჟავანაძე ესწრებოდა.