ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდა, მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე, რომელმაც განმარტებები გააკეთა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დღის წესრიგი:
-
ხონის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
მომხსენებელი: არსენ ბენდელიანი – ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
-
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხონის მუნიციპალიტეტში 2026-2029 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ
მომხსენებელი: ამირან კაშია – საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე
-
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში №17 ქუჩისათვის კალისტრატე (კალე) ქუთათელაძის სახელის მინიჭების შესახებ.