ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძემ და მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ ა(ა)იპ ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის რობოტიკის კლუბის წევრს თორნიკე ბექაურს თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვეს.
,, თორნიკეს თითოეული წარმატება მთელი ხონის წარმატებაა და ჩვენ ვამაყობთ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებით. მადლობა ა(ა)იპ ხონის ტექნიკოსთა სახლს და თორნიკეს მენტორს ბატონ იური ჩირგაძეს , რომ მოსწავლეებს სწორ მიმართულებას და საჭირო ცოდნას უზიარებენ,, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.
ხონის მუნიციპალიტეტის მერია მომავალშიც გააგრძელებს ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერას.