მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მერი ლადო ჯურხაძე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტ „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის“ წარმომადგენელს ანა მოგელაძეს შეხვდა
ხონის მერი ლადო ჯურხაძე სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ პროექტ „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატის“ წარმომადგენელს ანა მოგელაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ხონის საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე და მერის მოადგილე მანანა გოფოძე ესწრებოდნენ , ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობასა და იმ შესაძლებლობებზე, რასაც აღნიშნული ინიციატივა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის ქმნის.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ახალგაზრდა დელეგატს მხარდაჭერა აღუთქვა.
პროექტი „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი“ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს განვითარებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდას.
პროექტის ფარგლებში დელეგატები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გაავრცელებენ ინფორმაციას ახალგაზრდული პროგრამების, სერვისებისა და შესაძლებლობების შესახებ. გამართავენ საინფორმაციო შეხვედრებსა და სხვადასხვა აქტივობას, ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივ ახალგაზრდებთან, თვითმმართველობასა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან.
პროექტის დასასრულს გამოვლინდებიან საუკეთესო დელეგატები, რომლებიც საერთაშორისო ახალგაზრდულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან.