ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი გოფოძე ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვა-ლოცვას დაესწრნენ.
წირვა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა მეუფე საბამ აღავლინა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დალოცა.
ხონის მუნიციპალიტეტში დღეს ასევე აღინიშნება ხონელობის ტრადიციული დღესასწაული, რომლის ფარგლებშიც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საბავშვო, შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები.
დაჯილდოვდებიან ხონის საპატიო მოქალაქეები, ცენტრალურ მოედანზე კი გალა-კონცერტი გაიმართება.