ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე . შეხვედრაზე მხარეებმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარისხის სტანდარტები და სამუშაო პროცესის ეფექტიანად წარმართვის საკითხები განიხილეს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს როგორც სამუშაოების დროულ შესრულებაზე, ისე მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაზე.
„ყველა პროექტის განხორციელების პროცესში მაქსიმალურად ვიქნებით ჩართულები. მკაცრად გაკონტროლდება როგორც შესრულების ვადები, ისე სამუშაოების ხარისხი. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენს შორის კომუნიკაცია იქნება ეფექტური, საქმეზე ორიენტირებული და შედეგიანი,“ — განაცხადა ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ.
2026 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ხონის მუნიციპალიტეტში 15 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 4 095 594 ლარი დაიხარჯება