მიმდინარეობს საიტის განახლება

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით. ასევე, დაინტერესდა მუნიციპალური ,,ბოლო ზარის,, საორგანიზაციო საკითხებით , რომელსაც უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და , მერის ინიციატივით, ყოველ წელს იმართება.
კულტურის სამსახურის ხელმძრვანელის მარიკა რუხაძის განმარტებით, პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ამ ეტაპზე შეფერხებები არ არსებობს.
დღესვე, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძრვანელმა ამირან კინწურაშვილმა მერის 2025 წლის ანგარიშის ტექნიკურ საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა ყველა სამსახურის ხელმძღვანელს მოუწოდა 2025 წლის პერიოდში განხორციელებული აქტივობები შეაჯამონ და საკრებულოს წინაშე ანგარიშების წარსადგენად მოემზადონ.
განიხილეს მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებთან დაკავშირებული საკითხები. ცნობილი გახდა , რომ ათეულობით მოქალაქე კვლავ არ ჩართულა უფასო სახელმწიფო პროგრამაში. მერის დავალებით პროცესში ჩაერთვებიან წარმომადგენლები და 10 დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ ოჯახების დაუწყებას